შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში, ევროპის ლიგის ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.
ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირში მონაწილე გუნდებს, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხებული გუნდებიც დაემატება. კლუბები ოთხ ჯგუფში იყვნენ განაწილებულნი.
ალტახი – ბელენენსეში
ჟილინა – ბილბაო
სტიაუა – რუსენბორგი
ზორია – ლეგია
მილსამი – სენტ-ეტიენი
იანგ ბოიზი – ყარაბაღი
იაბლონეცი – აიაქსი
მიოლდე – სტანდარტი
პლზენი – ვოივოდინა
პაოკი – ბრონდბიუ
ბორდო – კაირათი
პანათინაიკოსი – გაბალა
საუთჰემპტონი – მიდტიულანდი
ლეხი – ვიდეოტონი
დინამო მინსკი – ზალცბურგი
ასტრა – ალკმაარი
ოდ გრელანდი – დორტმუნდი
რაბოტნიჩკი – რუბინი
კრასნოდარი – ჰიკი
ლიბერეცი – ჰაიდუკი
ატრომიტოსი – ფენერბაჰჩე
თუნი – სპარტა
დაწყვილებულ გუნდებს შორის პირველი მატჩები 20 აგვისტოს გაიმართება, ხოლო საპასუხო 27 აგვისტოს.