თბილისის დროით 14 საათზე ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში, ევროპის საკლუბო ტურნირების ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა დაიწყება.
თავდაპირველად დაწყვილდება ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად მებრძოლი 20 გუნდი. მათგან უეფა-ს ყველაზე მაღალი კოეფიციენტის მქონე ათი კლუბი განთესილია, დანარჩენი კი განუთესავი. ამავე დროს არსებობს ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის ორი გზა - ე.წ. ეროვნული ლიგის გზა და ჩემპიონების გზა. ამ ორი გზის წარმომადგენლები ერთმანეთს არ შეხვდებიან.
განთესილი გუნდები: "მანჩესტერი", "ვალენსია", "ლევერკუზენი", "შახტარი", "სპორტინგი".
განუთესავი გუნდები: "ცსკა", "ლაციო", "ბრიუგე", "მონაკო", "რაპიდი".
ჩემპიონების გზა
განთესილი გუნდები: "ბაზელი", "სელტიკი", "აპოელი", "ბატე", "დინამო ზაგრები".
განუთესავი გუნდები: "მაკაბი თელ ავივი", "პარტიზანი", "მალმიო", "სკენდერბიუ", "ასტანა".
ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, ევროპის ლიგის ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა დაიწყება. ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირში მონაწილე გუნდებს, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხებული გუნდებიც დაემატება. კლუბები განაწილდებიან ოთხ ჯგუფში. თითოეულ ჯგუფში 10 ან 12 გუნდი იქნება, მათგან ზუსტად ნახევარი უეფას კოეფიციენტის მიხედვით განითესება.
ჯგუფების შემადგენლობა ასეთია:
ჯგუფი N1
"ბილბაო", "ვიქტორია პლზენი", "სტიაუა", "ლეგია", "ბელენენსეში", "როსენბორგი", "ზორია", "ჟილინა", "ვოივოდინა", "ალტახი".
ჯგუფი N2
"აიაქსი", "პაოკი", "იანგ ბოიზი", "სტანდარდი", "სენტ ეტიენი", "ყარაბაღი", "მიოლდე", "იაბლონეცი", "ბრონდბიუ", "მილსამი".
ჯგუფი N3
"რუბინი", "ზალცბურგი", "ფენერბახჩე", "ბორდო", "ლეხი", "ლიბერეცი", "ჰაიდუკი", "ატრომიტოსი", "დინამო მინსკი", "ვიდეოტონი", "რაბოტნიჩკი", "ყაირატი".
ჯგუფი N4
"ბორუსია დორტმუნდი", "ალკმაარი", "სპარტა პრაღა", "პანათინაიკოსი", "საუთჰემპტონი", "კრასნოდარი", "ჰიკ", "თუნი", "ასტრა", "მიდტიულანდი", "ოდ", "გაბალა".
წყარო: Uefa.com