მანჩესტერის მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ დე ხეა, ინგლისის ჩემპიონატის პირველი მატჩის განაცხადში არ შეიყვანა.
დე ხეას მიმართ ვან გაალმა თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ამჟამად მეკარის მომავლის გამო დიდი აჟიოტაჟია შექმნილი, ამიტომ ის ვერ ახდენს კონცენტრირებას ფეხბურთზე.
„დე ხეასთან დაკავშირებით გვაქვს პრობლემები. უნდა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. ამ ეტაპზე მას არ შეუძლია თამაში. ისიც ადამიანია“, - განაცხადა ვან გაალმა.
ესპანელი მეკარის შეძენით მადრიდის რეალი ინტერესდება. ესპანური AS -ის ინფორმაციით, დე ხეა რამდენიმე დღეში სამეფო კლუბს შეუერთდება.
წყარო: SKY SPORTS, AS.