მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ და ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, რეზო არველაძემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
ცხადაძის განცხადებით, ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფის საგზურისთვის იბრძოლებს.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ანგარიშგასაწევ ძალად მიიჩნევენ მეტოქე გუნდების მთავარი მწვრთნელებიც.
ეროვნული ნაკრები D ჯგუფში იასპარეზებს. მოწინააღმდეგეები მოლდოვა, ირლანდია, სერბეთი, ავსტრია და უელსის ნაკრები გუნდები იქნებიან.
ავტორი: დავით ერაძე