კარლ-ჰაინც რუმენიგეს თქმით, ხოსეპ გვარდიოლას ძალიან მოსწონს იუვენტუსის შემტევი ნახევარმცველი კინგსლი კომანი და კლუბის ხელმძღვანელობას მისი შეძენა სთხოვა.
ჯერჯერობით, უცნობია მიმართავს თუ არა ბაიერნი იუვენტუსს ოფიციალური წინადადებით.
კინგსლი კომანმა გასულ სეზონში სერია ა-ში 14 მატჩი ჩაატარა, მათგან ძირითად შემადგენლობაში კი მხოლოდ 5 დაიწყო.
წყარო: La Gazzetta dello Sport