14 დან 16 აგვისტოს ჩათვლით თბილისის სპორტის სასახლე კალათბურთის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.
ტურნირში საქართველოს ნაკრების გარდა, იტალიის, ლატვიისა და ესტონეთის გუნდები ითამაშებენ. თბილისის თასის მონაწილე ოთხივე ნაკრები მომავალ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.
საქართველო გათამაშებას საკადრო პრობლემით ხვდება. გუნდს ვერ დაეხმარება თორნიკე შენგელია, რომელმაც ტრავმმა სლოვენიაში გამართულ შეკრებაზე მიიღო.
თბილისის თასის გათამაშება სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება, დასასწრები ბილეთების გაყიდვა სპორტის სასახლის სალაროებში დღეს დაიწყო.
ტურნირის შემდეგ საქართველოს ნაკრები საფრანგეთში გაემგზავრება, სადაც ორ ამხანაგურ შეხვედრას საფრანგეთისა და ბელგიის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს.