ჟოზე მაურინიომ ლონდონის ჩელსის ექიმი, ევა კანეირო პირველი გუნდის ვალდებულებებისგან სუონსისთან მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო გაანთავისუფლა.
ამ გადაწყვეტილების გამო, პორტუგალიელი სპეციალისტი საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახდა.
ევა კანეიროს მხარი ფეხბურთის მედიცინის ასოციაციამ დაუჭირა. ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მაურინიომ ექიმს ბოდიში უნდა მოუხადოს, რადგან ის თავის მოვალეობას ასრულებდა.
ჟოზემ არისტოკრატების სამედიცინო შტაბი მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც კანეირო და მისი კოლეგა მოედანზე ედენ ჰაზარისთვის დახმარების აღმოსაჩენად შევიდნენ და მოგვიანებით მოედნიდან გაიყვანეს. ექიმების აზრით, ფეხბურთელი ტრავმმის გამო თამაშის გაგრძელებას ვერ შეძლებდა.
სწორედ ეს გახდა პორტუგალიელის აღშფოთების მიზეზი, რადგან ტიბო კურტუას გაძევების შემდეგ ჩელსი ისედაც 10 კაცით თამაშობდა და ჰაზარის გასვლით გუნდი 9 ფეხბურთელით დარჩა, რადგან ჟოზეს სამივე ცვლილება გაკეთებული ჰქონდა.
მაურინიომ ჩელსის ექიმებს იმპულსური და გულუბრყვილო უწოდა.
შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
წყარო: MIRROR