ინგლისის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მარტინ გლენმა განაცხადა, რომ როი ჰოჯსონი დატოვებს დაკავებულ თანამდებობას თუ ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე წარუმატებლად გამოვა.
„როი შესანიშნავი სპეციალისტია. მას უკვე ვესაუბრე. ამ საკითხისადმი ერთნაირი მიდგომა გვაქვს. თუმცა, არ მგონია, ინგლისის მონაწილეობა ევრო 2016-ზე წარუმატებელი გამოდგეს“, – განაცხადა გლენმა.
ინგლისის ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელ დირექტორს არ დაუკონკრეტებია რა ჩაითვლება გუნდისთვის წარუმატებელ შედეგად.
წყარო: Goal.com