17 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
მოურინიო სიტის მოგებას ყალბს უწოდებს

ინგლისის ჩემპიონატის მეორე ტურში სიტისთან დამარცხებას ჟოზე მოურინიო უსამართლოს უწოდებს. პორტუგალიელი სპეციალისტის აზრით, ჩელსის არ გაუმართლა და შედეგი ყალბია.

სიტის მისი ფეხბურთელების უხეში თამაშის გამო, მატჩი 9 კაცით უნდა დაესრულებინა. ასე რომ, დაფიქსირებული შედეგი არის ყალბი თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ პირველ ტაიმში მათ ჩვენ გვაჯობეს“, – განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

ამავე დროს, ჩელსის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მსაჯმა რამირესის წესების სრული დაცვით გატანილი გოლი არ ჩათვალა.

კვირას მანჩესტერ სიტიმ  ჩელსის უმასპინძლა. მანუელ პელეგრინის გუნდმა ლონდონელებს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. თავი აგუერომ, კომპანიმ და ფერნანდინიომ გამოიჩინეს.

 

 

 

წყარო: GUARDIAN

დღის ამბები