იუვენტუსის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ რეალიდან ისკოს შეძენას შეძლებს. ასეთი განწყობის მიზეზი ისაა, რომ ესპანურ კლუბში ინტერიდან მატეო კოვაჩიჩი გადავა.
კოვაჩიჩის ტრანსფერი უკვე დაადასტურა მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ.
ისკო მადრიდელთა ძირითად შემადგენლობაში არცთუ ხშირად თამაშობდა. მორიგი კონკურენტის გუნდში მისვლის შემდეგ კი, შესაძლოა ტრანსფერზე სერიოზულად დაფიქრდეს.
ესპანელი ფეხბურთელის ღირებულება 40–50 მილიონ ევროს უტოლდება. თუმცა, ტურინელებმა შესაძლოა ისკოს გარიგებაში თავდასხმელი ალვარო მორატა ჩართონ და თანხის ოდენობა ამ გზით შეამცირონ.
გარდა ამისა, განიხილება ისკოს იჯარის წესით აყვანაც.
წყარო: La Gazzetta dello Sport