ჩემპიონთა ლიგის ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი სათამაშო დღის გმირად მანჩესტერის ნახევარმცველი მემფის დეპაი იქცა.
იუნაიტედმა საკუთარ მოედანზე ბრიუგეს უმასპინძლა და უკვე მე–8-ე წუთზე კერიკის ავტოგოლის გამო აგებდა. თუმცა, მატჩის მსვლელობაში გარდატეხა დეპაიმ შეიტანა, რომელმაც ბელგიელთა კარში ორი ულამაზესი გოლი გაიტანა. შეხვედრის ბოლო წუთზე ბრიუგეს კიდევ ერთი გოლი ფელაინიმ გაუტანა და განმეორებითი მატჩის წინ ინგლისურ კლუბს სოლიდური უპირატესობა შეუქმნა.
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული ყველა მატჩში მასპინძელმა გუნდებმა გაიმარჯვეს.
ასტანა – აპოელი ნიქოზია 1:0
გოლი: ჯოლჩიევი, 14
ბატე – პარტიზანი 1:0
გოლი: გორდეიჩუკი, 75
ლაციო – ლევერკუზენი 1:0
გოლი: კეიტა, 77
მანჩესტერი – ბრიუგე 3:1
გოლები: კერიკი, 8 ( 0:1 ა.გ.); დეპაი, 13 (1:1), 43 (2:1); ფელაინი, 90 (3:1);
სპორტინგი – ცსკა მოსკოვი 2:1
გოლები: გუტიერესი, 12 (1:0); დუმბია, 40 (1:1); სლიმანი, 82 (2:1);
წყარო: UEFA.com