პოლიციამ 4 ბანკის დაყაჩაღებისთვის ხოსე კონეხერო დააპატიმრა. ესპანელ არქიტექტორს 330 ათასი ევროს გატაცებაში ედება ბრალი.
კონეხერო თავისი ტყუპი გოგონების, ლაის და ალბას, ჩოგბურთის ვარსკვლავებად ქცევაზე ოცნებობდა. სწორედ ეს იყო დანაშაულის ჩადენის ერთადერთი მოტივი.
მამამ ნაძარცვი ფული თავის ნაკვეთზე საჩოგბურთო კორტის მშენებლობისთვის, გოგონების აკადემიაში სწავლისა და ITF–ის ტურნირებში მონაწილეობისთვის გამოიყენა.
ლაი კონეხერომ ვერცერთი მატჩის მოგება ვერ შეძლო. მისმა დამ, ალბამ, კი სამ შეხვედრაში გაიმარჯვა.
პოლიცია ხოსე კონეხეროს ხუთი წლის განმავლობაში ეძებდა.
წყარო: El Mundo