მანჩესტერმა ბაირნს ოფიციალური წინადადებით მიმართა და ტომას მიულერის სანაცვლოდ 85 მილიონი ევრო შესთავაზა.
იმ შემთხვევაში თუ ეს გარიგება შედგა, იუნაიტედი ბარსელონადან პედრო როდრიგესის შეძენაზე უარს იტყვის.
მიუხედავად შეთავაზებული თანხისა, მიულერის შეძენა ინგლისურ კლუბს გაუჭირდება. მიუნჰენელთა აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის, კარლ–ჰაინც რუმენიგეს თქმით, გერმანიის ნაკრების ფორვარდი არ იყიდება.
გარდა ამისა, ბასტიან შვაინშტაიგერის გაშვების გამო, კლუბის ხელმძღვანელობა ფანებმა მწვავედ გააკრიტიკეს. მიულერის ტრანსფერმა კი ურთიერთობას ბაიერნის მმართველებსა და გულშემატკივრებს შორის კიდევ უფრო გააუარესებს.
წყარო: Bild