17 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფი - მეორე სათამაშო დღე

მირჩა ლუჩესკუ ვენაში თავისი გუნდისგან გამარჯვებას გეგმავს. ამის მიუხედავად, დონეცკის შახტარის მთავარ მწვრთნელს არც მეტოქის შექება დავიწყებია.

„როდესაც გუნდი გასვლას ამარცხებს ისეთ მეტოქეს, როგორიც აიაქსია, მგონი მის ძალაზე საუბალი ზედმეტია. ეს არის გუნდი, რომელიც ყოველ მატჩში გოლს იტანს. თუმცა, მათ აქვთ დაცვაში პრობლემები და ამით უნდა ვისარგებლოთ“, - განაცხადა ლუჩესკუმ.

რაპიდი - შახტარის მატჩის გარდა, დიდ ინტერესს იწვევს ვალენსია - მონაკოს დაპირისპირებაც.

„ჩვენთვის მონაკოსთან მატჩზე მნიშვნელოვანი არაფერია. რასაკვირველია, ამ საკვალიფიკაციო რაუნდში ყველაზე რთული მეტოქე გვყავს“, - მიაჩნია ესპაური კლუბის მთავარ მწვრთნელ ნუნუ ეშპირიტუს.

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე სულ 5 მატჩი გაიმართება:

ბაზელი - მაკაბი თელ ავივი

სელტიკი - მალმიო

რაპიდი - შახტარი

სკენდერბიუ - დინამო ზაგრები

ვალენსია - მონაკო

 

 

წყარო: UEFA.com

დღის ამბები