ტაი ლოუსონმა გაიარა 30 დღიანი სარეაბილიტაციო კურსი სპეციალურ კლინიკაში.
ჰიუსტონის კალათბურთელს ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეექმნა.
მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლოუსონი ორჯერ დააპატიმრა პოლიციამ მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის გამო.
კალათბურთელის დაუსრულებელი პრობლემები მისი დენვერიდან გაშვების მიზეზი გახდა. ნაგეთსის მენეჯერმა ის ჰიუსტონს დრაფტის პირველ რაუნდში 4 კალათბურთელის არჩევის უფლების სანაცვლოდ დაუთმო.
წყარო: FOX 26 Sports