ოტამენდი სიტის ფეხბურთელია, შემდეგი დე ბროინეა.
უახლოესი 24 საათის განმავლობაში სიტი ოფიციალურად დაადასტურებს ვალენსიადან ნიკოლას ოტამენდის ტრანსფერს.
არგენტინელმა ფეხბურთელმა უკვე გაიარა სავალდებულო სამედიცინო შემოწმება და კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტის დეტალებიც შეათანხმა.
სიტი ოტამენდის სანაცვლოდ ვალენსიას 32 მილიონ ფუნტს გადაუხდის.
ინგლისური კლუბი მოლაპარაკებებს ვოლფსბურგთანაც აწარმოებს.
ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ბელგიელის ტრანსფერი ზაფხულის სატრანსფერო სეზონის დასრულებამდე განხორციელდება.
წყარო: dailymail.co.uk