გერმანული სპორტული ინტერნეტპორტალი იტალიურ ლა გაძეტა დელო სპორტზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ შალკე და იუვენტუსი შეთანხმდნენ, რომ დრაქსლერის ტრანსფერის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მომდევნო 24 საათში მიიღებენ.
იუვენტუსი გელზენკირხენელებს 20 მილიონ ევროს სთავაზობს. დრაქსლერის ტურინში თამაშიდან გამომდინარე კი, კიდევ 10 მილიონ ევროს ბონუსის სახით დაუმატებს.
დრაქსლერს შალკესთან მოქმედი ხელშეკრულბა 2018 წლამდე აკავშირებს.
წყარო: SPORT1.de