მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი ჟურნალისტების ზეწოლის გამო იძულებული იყო, ისევ ესაუბრა მასსა და ნიკ კირიოსს მომხდარი ინციდენტის შესახებ.
„მინდა ამის შესახებ დავივიწყო. არა, მას არ მოუხდია ბოდიში ისე, როგორც ეს პატიოსან ადამიანს შეეფერება. ასე რომ, მირჩევნია ამაზე საერთოდ არ ვისაუბრო,“ – განაცხადა ვავრინკამ.
მონრეალში მიმდინარე ტურნირის დროს კირიოსი მივიდა ვავრინკასთან და უთხრა, რომ მისმა მეგობარს, ასევე ავსტრალიელ ჩოგბურთელს, ტანასი კოკინაკისს, ვავრინკას მეგობარ გოგონასთან, დონა ვეკიჩთან, ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა.
მოგვიანებით კირიოსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ემოციებს აჰყვა და ასე არ უნდა მოქცეულიყო.
წყარო: cincinnati.com