ცინცინატში მიმდინარე მასტერსის სერიის პრესტიჟული ტურნირის მეოთხედფინალში ერთმანეთს სერენა უილიამსი და ანა ივანოვიჩი შეხვდებიან.
თამაშამდე მსოფლიოს რეიტინგის პირველმა და მეექვე ჩოგნება თავიანთი შანსები შეაფასეს.
„ჩემთვის ეს ძალიან კარგი გამოცდა იქნება. ანა ნამდვილი მებრძოლია,“ - განაცხადა სერენა უილიამსმა.
ამერიკელთან შეხვედრას მოუთმენლად ელოდება ივანოვიჩიც.
„სერენა შესანიშნავ ფორმაშია. ვფიქრობ, საინტერესო მატჩი იქნება. მთავარია, ძალების აღდგენა შევძლო,“ - განაცხადა სერბმა ჩოგბურთელმა.
ურთიერთშეხვედრებში სერენა უილიამსს ივანოვიჩთან დიდი უპირატესობა აქვს (8:1).
წყარო: wtatennis.com