ადნან იანუზაიმ შესაძლოა, კარიერა ბუნდესლიგაში გააგრძელოს. გერმანული მედიის ინფორმაცით, ბორუსიას ნახევარმცველის დამატება იჯარის წესით სურს.
დორტმუნდელთა ხელმძღვანელები ამ საკითხის კომენტირებისგან თავს იკავებენ.
ადნან იანუზაის საბაზრო ფასი 8 მილიონი ევროა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ბორუსიამ მისი სრულად გამოსყიდვაც სცადოს.
20 წლის ნახევარმცველი მანჩესტერელთა ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება და არც კლუბის გამოცვლის წინააღმდეგია.
თუმცა, კონკურენციის ნაკლებობა არც ბორუსიაშია. მეტიც, დორტმუნდელები რამდენიმე ფეხბურთელის გასხვისებას ცდილობენ. მათ შორის ლაიტნერის, ბლაჟიკოვსკის და გროსკროიცის.
იანუზაის შეძენით დაინტერესბულია ტურინის იუვენტუსიც.
წყარო: BILD