17 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები საფრანგეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნიზე მასპინძლებთან 95:53 დამარცხდა.

შეხვედრა ქალაქ რუანში გაიმართა და მას 6 ათასი მაყურებელი დაესწრო. 

იგორ კოკოშკოვის მომზადებულმა გუნდმა საფრანგეთის ნაკრებს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ნახევარში გაუწია და 8 ქულით 22:15 წააგო. ამის შემდეგაც ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრეს.

საქართველოს გუნდში 14 ქულითა და 5 გადაცემით საუკეთესო შედეგი გიორგი ცინცაძეს ჰქონდა.

საქართველოს ნაკრები საფრანგეთიდან სლოვენიაში მიემგზავრება, სადაც საწვრთნელ შეკრებას გააგრძელებს და 28-30 აგვისტოს კიდევ ერთ სერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

იტალიის ქალაქ ტრიესტში მასპინძელი ქვეყნის ნაკრებთან ერთად რუსეთი, საქართველო და ამერიკის სტუდენტური ლიგის გუნდი, მიჩიგანის უნივერსიტეტი, ითამაშებენ. 

 

 
დღის ამბები