მესუთ ოზილი ბრიტანულ მედიაში შვაინშტაიგერის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.
„თუ როგორი ლიდერია ბასტი, მგონი, მთელმა მსოფლიომ იხილა მსოფლიო ჩემპიონატის დროს, განსაკუთრებით ფინალში. ახლა მის მიმართ კრიტიკა, უბრალოდ, უსამართლოა. ბუნებრივია, მას სჭირდება დრო პრემიერ ლიგასთან შესაგუებლად,“ – განაცხადა ოზილმა.
ინგლისის მესამე ტურის მატჩში მანჩესტერმა ვერ მოუგო ნიუკასლს. შვაინშტაიგერი კი იმ შეხვედრაში პირველად მოხვდა იუნაიტედის ძირითად შემადგენლობაში. თამაშის შემდეგ დეილი მეილმა დაწერა, რომ გერმანელი უმაღლესი კლასის მოთამაშეა, თუმცა ფიზიკური კონდიციების გამო აღარ შეუძლია ნახევარდაცვაში დომინირება.
წყარო: SPORT1.de