ჯონ სთოუნზმა ევერტონის ხელმძღვანელობას მისი ტრანსფერზე დაყენების თხოვნით მიმართა.
21 წლის ფეხბურთელის შეძენას ჩელსი ადრეც ცდილობდა. ახლა კი ლონდონელები მზად არიან, წინადადება 33 მილიონ ფუნტამდე გაზარდონ და, თუ საჭირო გახდა, კიდევ ორი მილიონიც დაამატონ.
მანამდე ევერტონმა უარყო ჩელსის 26, 28 და 30-მილიონიანი შეთავაზებები.
ამ ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში სთოუნზი ყველაზე ძვირადღირებული ინგლისელი მცველი გახდება.
ამჟამად ეს რეკორდი რიო ფერდინანდს ეკუთვნის, რომელიც 2002 წელს ლიდსიდან მანჩესტერში 29.1 მილიონ ფუნტად გადავიდა.
წყარო: telegraph.co.uk