დეანდრე ჯორდანთან ახალი კონტრაქტის გაფორმების დროს ლიგის წესების დარღვევისთვის ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ კლიპერსი 250 ათასი დოლარით დააჯარიმა.
„პრეზენტაციას, რომელიც მოეწყო ჯორდანისთვის 2 ივლისს, ესწრებოდა მესამე მხარე, რომელსაც შეეძლო, მოთამაშისთვის დამატებითი მატერიალური სარგებლის მიღების გარანტია მიეცა. ეს არიას ლიგის წესების უხეში დარღვევა,“ – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
თავისუფალი აგენტის სტატუსის მიღების შემდეგ დეანდრე ჯორდანი შეუთანხმდა დალასს 80 მილიონი დოლარის ღირებულების 4 წლიან კონტრაქტზე. თუმცა, რამდენიმე დღეში ე.წ. პრეზენტაციის შემდეგ, მოთამაშემ გადაიფიქრა და კლიპერსში დარჩენა გადაწყვიტა.
წყარო: nba.com