პეკინში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე უდიდეს ინტერესს იწვევდა მამაკაცთა ესტაფეტა 400-ს მეტრზე, რომელსაც ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავდა ამერიკისა და იამაიკის ნაკრებების სახით.
იამაიკამ ბოლო მეოთხე ტარჯის გადაცემის მომენტში მოახერხა მეტოქის გადასწრება და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სახეობაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც დაისაკუთრა.
იამაიკის ნაკრების ლიდერმა უსეინ ბოლტმა კი პეკინის მსოფლიო ცემპიონატზე მესამე ოქროს მედალი აიღო, მანამდე მან 100 და 200 მეტრ გარბენზე გაიმარჯვა. სულ იამაიკელი სპორტსმენის ანგარიშზე მე-11-ე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულია.