NBA-ის მოქმედი ჩემპიონი, გოლდენ სტეიტ უორიორზი ნიუ იორკ ნიქსს დაუპირისპირდა და მეტოქე 116:95 დაამარცხა.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი კლეი ტომპსონი გახდა, რომელმაც 34 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
დასავლეთ კონფერენციაში გოლდენ სტეიტი პირველზე, ხოლო აღმოსავლეთში ნიუ იორკი მეთერთმეტე ადგილზე იმყოფება.
სხვა შეხვედრები ასეთი ანგარიშებით დასრულდა:
კლიპერსი - ჩიკაგო 120:93
მაიამი - ატლანტა 105:87
ორლანდო - ბოსტონი 119:114
დალასი - ფინიქსი 91:78
პორტლენდი - მინესოტა 96:93
ლეიკერსი - შარლოტი 82:101