ბრაზილიელი ვეტერანი ფეხბურთელი, რობერტო კარლოსი, მადრიდის რეალში ბრუნდება.
ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური Marca ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კარლოსმა პირად საუბარში უკვე დაადასტურა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა. ბრაზილიელი რეალის სასწავლო ცენტრში იმუშავებს და აკადემიის ფეხბურთელებს დაეხმარება. ასევე, ვეტერანი ფეხბურთელი აზიაში ბლანკოსის საპატიო ელჩის ფუნქციებსაც შეითავსებს.
რობერტო კარლოსი სამეფო კლუბში 1996-2007 წლებში თამაშობდა და გუნდთან ერთად 13 ტიტულის მოგება მოახერხა.