არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხერარდო მარტინომ, გადაწყვიტა, რომ ლიონელ მესი რიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს.
"მესი რიოს ოლიმპიადაზე არ გაემგზავრება, რადგან მიმდინარე წელს გადატვირთული გრაფიკი გავქვს და კიდევ 2 მნიშვნელოვან ტურნირში უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ბარსელონას ფეხბურთელი ამერიკის თასზე და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებში იასპარეზებს," - განაცხადა მარტინომ.
მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად ოლიმპიური ოქრო 2008 წელს პეკინში მოიგო.
წყარო: Eurosport