გოლდენ სტეიტი ვაშინგტონის შეხვედრის დროს გუნდების ლიდერების, სტეფან კარის და ჯონ უოლის დუელიც გაიმართა.
ვაშინგტონელთა ლიდერმა მატჩში 41 ქულა ჩააგდო, სტეფან კარიმ კი 51. შეხვედრა გოლდენ სტეიტის გამარჯვებით 134:121 დასრულდა.
დასავლეთ კონფერენციაში გოლდენ სტეიტი 1 ადგილს იკავებს. ოკლანდელებმა ჩატარებულ 49 მატჩიდან 45 მოგება მოახერხეს.