საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2016 წლის პირველი ოფიციალური მატჩისთვის ემზადება.
"რაგბი ევროპის" პირველი ტურის შეხვედრაში ბორჯღალოსნები ავჭალის სტადიონზე გერმანიის ნაკრებს უმასპინძლებენ.
საქართველოს ეროვნულ გუნდს დისკვალიფიცირებული ვიტო კოლელიშვილი ვერ დაეხმარება. მამუკა გორგოძე, ლევან ჩილაჩავა და კონსტანტინე მიქაუტაძე კი მილტონ ჰეიგმა ტულონის ხელმძღვანელებთან შეთანხმების შედეგად არ გამოიძახა.
მატჩზე დასასწრები ბილეთი 5 ლარი ღირს, შეხვედრა 6 თებერვალს, 14:00 საათზე დაიწყება.
ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირის Facebook-ის გვერდი.