16 ნოემბერი 2024,   23:02
ვრცლად
დალასი სან ანტონიოსთან დამარცხდა

ზაზა ფაჩულიას დალას მავერიქსმა სან ანტონიო სპურსს უმასპინძლა და მეტოქესთან 90:106 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 19:51 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 4 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

დასავლეთ კონფერენციაში დალასი მეექვსე, ხოლო სან ანტონიო მეორე ადგილზე იმყოფება.

სხვა შეხვედრები ასეთი ანგარიშებით დასრულდა:

ატლანტა - ინდიანა 102:96

შარლოტი - მაიამი 95:98

ორლანდო - კლიპერსი 93:107

ვაშინგტონი - ფილადელფია 106:94

ბრუკლინი - საკრამენტო 128:119

კლივლენდი - ბოსტონი 103:104

ნიუ იორკი - მემფისი 85:91

დენვერი - ჩიკაგო 115:110

იუტა - მილუოკი 84:81

დღის ამბები