16 ნოემბერი 2024,   23:02
ვრცლად
ჟოზე მოურინიო "იაგუარის" საჭესთან

პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, რომელიც ამჟამად უმუშევარია, ჟურნალ GQ-ს თხოვნით "იაგუარის" ერთ-ერთი მოდელის საჭესთან საკუთარი შესაძლებლობები გამოავლინა.

პორტუგალიელმა გაყინული ტბის ზედაპირზე წარმატებით მართა ავტომობილი.

ჟურნალთან ინტერვიუში კი მოურინიომ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ფეხბურთს დაუბრუნდება.

"როდესაც ერთხელ გაიმარჯვებ იგივეს გაკეთების სურვილი კვლავ გიჩნდება და გამარჯვებით არასოდეს იღლები, მაგრამ როდესაც დაიღლები სახლში უნდა წახვიდე და შენი ადგილი სხვას დაუთმო. 15 წლიან სამწვრთნელო კარიერაში მეორე შემთხვევაა, როცა დიდი ხნის განმავლობაში უმუშევარი ვარ, მაგრამ ეს ტრაგედია არ არის. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთს უახლოეს მომავალში დავუბრუნდები,"- განაცხადა მოურინიომ.

Sky Sport Italia-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი და პორტუგალიელი მწვრთნელი კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდნენ და ვან გაალის წასვლის შემდეგ წითელ ეშმაკებს სწორედ მოურინიო უხელმძღვანელებს. 

დღის ამბები