16 ნოემბერი 2024,   23:03
ვრცლად
მოურინიო - "ლა ლიგაში კონკურენცია ბარსელონასთან მქონდა, სხვა შეხვედრებს დიდი ანგარიშით ვიგებდით"

ჟოზე მოურინიომ ჟურნალ GQ-სთან ინტერვიუში თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ფეხბურთს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება.

"15 წლიან სამწვრთნელო კარიერაში მეორე შემთხვევაა, როცა დიდი ხნის განმავლობაში უმუშევარი ვარ, მაგრამ ეს ტრაგედია არ არის. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთს უახლოეს მომავალში დავუბრუნდები".

პორტუგალიელის თქმით, ესპანეთის ჩემპიონატი მისთვის მოსაწყენია და იქ მუშაობას გამორიცხავს.

"მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მჭირდება კონკურენცია. ესპანეთში დიდი კლუბის მწვრთნელი ვიყავი, მაგრამ სეზონის განმავლობაში კონკურენცია მხოლოდ ბარსელონასთან მქონდა. სხვა შეხვედრებს ჩვენ დიდი ანგარიშით ვიგებდით. ჩემი მწვრთნელობის დროს მადრიდის რეალმა 91 ქულა დააგროვა, მაგრამ ჩემპიონები მაინც ვერ გავხდით. ინგლისში კი პრემიერლიგის მოგება 75 ქულით ან ნაკლებით არის შესაძლებელი, რადგან აქ დიდი კონკურენციაა," - განაცხადა მოურინიომ.

აღსანიშნავია, რომ მადრიდის რეალი ბოლოს ესპანეთის ჩემპიონი 2012 წელს, "განსაკუთრებულის" ხელმძღვანელობით გახდა.

Sky Sport Italia-ის ინფორმაციით, მანჩესტერ იუნაიტედი და პორტუგალიელი მწვრთნელი კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდნენ და ვან გაალის წასვლის შემდეგ წითელ ეშმაკებს სწორედ მოურინიო გაწვრთნის. 

წყარო: skysports.com

 

 

 

 

დღის ამბები