ლონდონის არსენალის მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, ლესტერის წარმატებულ სეზონზე გააკეთა კომენტარი. ფრანგის თქმით, ლესტერულ გუნდს სეზონის ბოლომდე მთელი ინგლისი უგულშემატკივრებს.
"ის მხარდაჭერა, რაც ლესტერს აქვს სეზონის ბოლომდე გაგრძელდება. გუნდს მთელი ინგლისი უგულშემატკივრებს, მათ შორის არსენალის, სიტის, ტოტენჰემის ფანებიც. მე ხშირად იმის გამო მაკრიტიკებენ, რომ ძვირადღირებულ ტრანსფერებს არ ვანხორციელებ, მაგრამ ლესტერის მაგალითზე ვიტყვი - ფეხბურთში ფულის ხარჯვა წარმატების გარანტია არ არის.
პრემიერლიგას 25 ტურის შემდეგ ლესტერი 53 ქულით ლიდერობს. ლონდონის არსენალი კი მესამე პოზიციას იკავებს.
წყარო: Goal.com