იუვენტუსის დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ, უარყო გავრცელებული ხმები, რომლის მიხედვითაც მასიმილიანო ალეგრი ლონდონის ჩელსის ჩაბარებას აპირებდა.
"ჩვენ ალეგრისთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. დღეს გუნდი სეზონის გადამწყვეტ ეტაპზეა, ამიტომ ყველანი ერთი მიზნის გარშემო უნდა იყვნენ კონცენტრირებულნი. ალეგრის ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ იუვენტუსში გააგრძელოს მუშაობა," - განაცხადა მაროტამ.
მასიმილიანო ალეგრი იუვენტუსს 2014 წლიდან წვრთნის.
წყარო: sport-express.ru