დღეს გახდება ცნობილი გაასაჯაროებს თუ არა საქართველოს ანტი-სადოპინგო სააგენტო საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტოს საბოლოო დასკვნის შედეგებს.
ჭიდაობის ფედერაციაში კი ამ საკითხზე შეხვედრა გვიანობამდე გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ კომენტარი არ გაკეთებულა.
როგორც ცნობილია, დოპინგ-სკანდალში მხილებული მოჭიდავეები საკუთარ დანაშაულს არ აღიარებენ. სპორტსმენები აღებული სინჯის სიზუსტეს ეჭვქვეშ აყენებენ.