ლიბანის ჩემპიონატის მატჩში ნიკოლოზ ცქიტიშვილის ჩემპვილი გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, ჰომენეტმენს დაუპირისპირდა და 86:92 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 33 წუთი გაატარა და 21 ქულა, 8 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 1 პასი, 1 დაფარება მიითვალა. ცქიტიშვილი თანაგუნდელებს შორის მოედანზე საუკეთესო იყო.
1 მოგებითა და 8 მარცხით ჩემპვილი ლიბანის ჩემპიონატში ბოლო ადგილს იკავებს.
წყარო: GBF.ge
ფოტო: არქივი