ფრანგული პსჟ-ს თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, სამომავლო გეგმებზე მცირე კომენტარი გააკეთა. 34 წლის ფეხბურთელის თქმით, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს გულშემატკივრები ცვლილებებს უნდა ელოდნენ.
"მე პსჟ-სთან კონტრაქტი კიდევ 3 თვე მაკავშირებს. ზაფხულში კი დიდი ამბები მოხდება. მაქვს თუ არა მხედველობაში ინგლისში თამაში? მოდით ასე გიპასუხებთ - მე შესანიშნავ ფორმაში ვარ,"- განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.
Dailymail-ის ინფორმაციით, შვედი თავდამსხმელი აშშ-ს კლუბ ფლორიდაში აპირებს კარიერის გაგრძელებას, რომლის მფლობელიც დევიდ ბექჰემია, თუმცა სანამ ფლორიდა ჩემპიონატში ასპარეზობის ლიცენზიას მიიღებს იბრაჰიმოვიჩი მანჩესტერ იუნაიტედში ითამაშებს.