sbnation.com-მა NBA-ს მიმდინარე სეზონის პირველი ნახევრის სასარგებლო კალათბურთელთა ხუთეული შეადგინა და მათ შორის საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ზაზა ფაჩულია შეიყვანა.
ვებგვერდმა ის კალათბურთელები გამოარჩია, რომლებსაც ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ, თუმცა მათ გარეშე გუნდები წარმატებულები ვერ იქნებოდნენ.
"არც ერთი მათგანი არ ყოფილა All Star-ში, მაგრამ მათი არ ყოფნის შემთხვევაში გუნდები წარმატებულები ვერ იქნებოდნენ,"
სასარგებლო კალათბურთელთა სიმბოლური ხუთეული:
მცველები: ჯეი ჯეი რედიკი (კლიპერსი), ჯრუ ჰოლიდეი (ნიუ ორლეანი).
ფორვარდები: ჯეი ქრაუდერი (ბოსტონი), სერჟ იბაკა (ოკლაჰომა) და ზაზა ფაჩულია (დალას მავერიქსი).
"ასეთი მოთამაშეები საკუთარ სტატისტიკას გუნდის ინტერესებისთვის სწირავენ. ყველა კლუბს სჭირდება ასეთი ტიპის კალათბურთელი,"-წერს ვებგვერდი.