ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 25-ე ტურში მადრიდის რეალი სტუმრად მალაგას დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და სამეფო კლუბი ლიდერ ბარსელონას უკვე 9 ქულის ჩამორჩება.
შეხვედრის 33-ე წუთზე მადრიდელები კრიშტიანო რონალდომ დააწინაურა. გატანილი გოლიდან 3 წუთში თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან თავად პორტუგალიელს შეეძლო ბლანკოსის უპირატესობა 2 ბურთამდე გაეზარდა, მაგრამ რონალდოს მალაგას მეკარემ, კარლოს კამენიმ, აჯობა. ამ ფაქტს ზინედინ ზიდანის მწვავე რეაქცია მოჰყვა. ფრანგი მწვრთნელი აღშფოთებული იყო.
მატჩის მეორე ტაიმში კი მალაგამ შეძლო ანგარიშის გათანაბრება და რეალს მნიშვნელოვანი ქულები დააკარგვინა.
წყარო: 101greatgoals.com