ესპანური Cope-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარი და ბარსელონა ახალი კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდნენ.
წყაროს ცნობით, ნეიმარი ბლაუგრანასთან კონტრაქტს კიდევ 3 წლით გააგრძელებს და კლუბში 2021 წლამდე დარჩება. ახალი ხელშეკრულების პირობებში ფეხბურთელს ხელფასიც გაეზრდება.
ბრაზილიელს ბარსელონასთან მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს, თუმცა ესპანურ მედიაში ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ნეიმარი კლუბის გამოცვლას აპირებდა.