ფორმულა1-ის 2016 წლის სეზონის წინ გუნდებმა ბარსელონის ტრასაზე თავიანთი ახალი მანქანები გამოსცადეს.
საგამოფენო ტესტებზე ახალი ბოლიდების შესაძლებლობები მოწმდება და მანქანებს ტესტირება გამძლეობაზე და სისწრაფეზე უტარდებათ. პირველ ტესტზე საუკეთესო დრო ფერარის პილოტმა, სებასტიან ფეტელმა აჩვენა, რომელმაც 69 წრე 1 საათსა და 24 წუთში დაფარა. მეორე იყო მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ბრიტანელი, ლუის ჰამილტონი, მერსედესის ბოლიდით. თუმცა აღსანიშნავია, რომ პრობლემებისა და ტექნიკოსების ჩარევის გარეშე მერსედესმა ყველაზე მეტი წრის გავლა შეძლო .
ფორმულა 1-ის პირველ გრანპრის კი ტრადიციულად ავსტრალიის მელბურნი უმასპინძლებს.