16 ნოემბერი 2024,   23:05
ვრცლად
თბილისური დერბი დინამომ მოიგო

დღეს, საქართველოს 7 ქალაქში საფეხბურთო ჩემპიონატის მე-17 ტურის მატჩები გაიმართა.

გათამაშების ლიდერმა დინამომ საკუთარ მოედანზე ლოკომოტივს უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. პირველი ბურთი ეფექტური დარტყმით სტუმართა ფეხბურთელმა, რევაზ ჩიტეიშვილმა გაიტანა. მასპინძლებმა გათანაბრება საკამათო სიტუაციაში დანიშნული თერთმეტმეტრიანით შეძლეს, რომელიც ზუსტად ვეტერანმა ფეხბურთელმა, ალექსანდრე იაშვილმა შეასრულა. გადამწყვეტი ბურთი კი ოთარ კიტეიშვილის ანგარიშზეა.

გორის დილამ კი ბათუმის დინამოსთან ფრედ 2:2 ითამაშა და საჭირო 2 ქულა დაკარგა. ყველაზე დიდი ანგარიში ივანწმინდაში დაფიქსირდა, სადაც ჩიხურამ საბურთალო 5:0 დაამარცხა.

17 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს 46 ქულით დინამო ლიდერობს და მეორე პოზიციაზე მყოფ გორის გუნდს უკვე 7 ქულით უსწრებს.

ფოტო: Fcdinamo.ge

დღის ამბები