ინგლისის ლიგის თასის ფინალში ერთმანეთს მანჩესტერ სიტი და ლივერპული დაუპირისპირდნენ.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 49-ე წუთზე სიტიმ გახსნა, გოლი ფერნანდინიომ გაიტანა. 83-ე წუთზე კი კოუტინიომ გაათანაბრა და შეხვედრაში დამატებითი დრო დაინიშნა. საბოლოოდ, გამარჯვებულის ვინაობა თერთმეტმეტრიანი დარტყმებით გაირკვა. სიტიმ ლივერპული პენალტების სერიაში 3:1 დაამარცხა და ლიგის თასს დაეუფლა.
ვიდეო: Goalsarena.org