NBA-ს რეგულარული ჩემპიონატი მორიგ შეხვედრაში დალას მავერიკსმა მინესოტას უმასპინძლა და მეტოქე 101:128 დაამარცხა.
ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 20 წუთი გაატარა. ქართველმა კალათბურთელმა 6 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. დალასაელთაგან საუკეთესო ჩანდლერ პერსონსი იყო, რომელმაც 29 ქულა მოაგროვა.
32 მოგებითა და 28 მარცხით დალასი პორტლენდთან ერთად დასავლეთ კონფერენციაში 6-7 ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩს მავერიკსი 2 თებერვალს, ორლანდოს წინააღმდეგ გამართვას.
ფოტო: არქივი