16 ნოემბერი 2024,   17:21
ვრცლად
ჩემპიონთა ლიგის მიმოხილვა - მადრიდის რეალი სტუმრად ვოლფსბურგთან დამარცხდა

დღეს ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ 2 მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა. გერმანულმა ვოლფსბურგმა მადრიდის რეალს უმასპინძლა, პსჟ-მ კი მანჩესტერ სიტის.

პარიზში გამართულ მატჩში ინგლისელები კევინ დე ბრუინემ 38-ე წუთზე დააწინაურა, თუმცა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მალევე გაათანაბრა. შვედი თავდამსხმელის გოლი კურიოზული გამოდგა. ზლატანმა მცველისგან გაკეთებული პასი ჩაჭრა და ბურთი კარში შეგორდა. მეორე ტაიმი კი პსჟ-მ აქტიურად დაიწყო და 59-ე წუთზე წინ გასვლაც მოახერხა, თუმცა სიტიმ მაინც მოახერხა გათანაბრება - ფრე 2:2. აღსანიშნავია, რომ იბრაჰიმოვიჩმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

გერმანიაში კი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. ვოლფსბურგმა, რომელიც პირველად ასპარეზობს ტურნირის ამ ეტაპზე, მადრიდის რეალი 2:0 დაამარცხა. სამეფო კლუბის ფეხბურთელები მატჩში ძალიან ინერტულად გამოიყურებოდნენ. მგლებმა კი საკუთარი თამაში სწრაფ კონტრშეტევებზე ააგეს და მათთვის ისტორიულ შედეგს მიაღწიეს.

გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრები 12 აპრილს გაიმართება.

 

ვიდეო: Goalsarena.org

დღის ამბები