16 ნოემბერი 2024,   17:59
ვრცლად
პრემიერლიგის მიმოხილვა - ლესტერი ჩემპიონობას უახლოვდება

გუშინ ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა გაიმართა. გათამაშების ლიდერმა, ლესტერმა, მორიგი გამარჯვება მოიპოვა და საჩემპიონო ტიტულს კიდევ უფრო მიუახლოვდა.

ლესტერმა სტუმრად სანდერლენდი 0:2 დაამარცხა და უახლოეს მდევარ ტოტენჰემს ისევ 7 ქულით უსწრებს, მესამე ადგილზე მყოფ არსენალს კი 13-ით.  სანდერლენდთან მატჩში დუბლის შესრულდება ჯეიმი ვარდიმ მოახერხა, რომელსაც მიმდინარე სეზონში 21 გატანილი გოლი დაუგროვდა. შეხვედრის შემდეგ კლაუდიო რანიერიმ თამაში შეაფასა და განაცხადა, რომ გუნდმა მუშაობა უნდა გააგრძელოს, რადგანაც მათ ჯერ არაფერი მოუგიათ.

"გულშემატკივრებს შეუძლიათ ჩემპიონობაზე იოცნებონ. ჩემმა ფეხბურთელებმა კი კონცენტრაცია უნდა შეინარჩუნონ, რადგანაც ჩვენ ჯერ არაფერი მოგვიგია. დღეს რამდენიმე შეცდომა დავუშვით და ჯერ კიდევ მათ გამოსწორებაზე უნდა ვიფიქროთ," - განაცხადა იტალიელმა.

აღსანიშნავია, რომ ლესტერმა უკვე გაინაღდა პრემიერლიგის პირველ ოთხეულში დარჩენა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა.

სხვა შეხვედრები ასეთი ანგარიშებით დასრულდა.

ტოტენჰემი 3:0 მანჩესტერ იუნაიტედი

ლივერპული 4:1 სტოკ სიტი

 

ვიდეო: Goalsarena.org

 

დღის ამბები