16 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
გოლდენ სტეიტმა ჩიკაგოს მიღწევა გაიმეორა

NBA-ს რეგულარული ჩემპიონატში გოლდენ სტეიტმა სტუმრად სან ანტონიო 92:86 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში რიგით 72-ე შეხვედრა მოიგო და 1995-96 წლების ჩიკაგო ბულზის რეკორდი გაიმეორა. ამ მიღწევის გასაუმჯობესებლად ოკლანდელებს საკუთარ მოედანზე მემფისის დამარცხება სჭირდებათ.

სან ანტონიოსთან მატჩში საუკეთესო შედეგი სტეფან კარის ჰქონდა, რომელმაც 37 ქულა, 5 პასი, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ოქროს შტატელებს სან ანტონიო სტუმრად 1997 წლის შემდეგ არ ჰყავდათ დამარცხებული და 33 მატჩიანი უიღბლო სერია სწორედ დღეს გამთენიისას დასრულდა. 

დღის ამბები