ჯენარო გატუზომ, რომელიც ამჟამად საფეხბურთო კლუბ პიზის მთავარი მწვრთნელია, მატჩის მიმდინარეობის დროს თავის ასისტენტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ინციდენტი იტალიის მესამე დივიზიონში პიზა-სპალის შეხვედრის მიწურულს მოხდა. გატუზო მთავარ არბიტრზე იყო გაბრაზებული, რადგანაც მსაჯმა დამატებულ დროს გადააჭარბა და მატჩი არ დაასრულა. ამ დროს ასისტენტმა მილანის ყოფილ ნახევარმცველს წამზომი მიაწოდა, პასუხად კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიიღო.
შეხვედრა პიზის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
წყარო: Eurosport