მადრიდის რეალისა და ბარსელონას ფეხბურთელების, ჟერალდ პიკეს და ალვარო არბელოას სოციალურ ქსელში გამართული "დუელი" გრძელდება.
ფეხბურთელებს ცუდი ურთიერთობა აქვთ და მათი გუნდების დამარცხების შემდეგ შანსს არ უშვებენ ერთმანეთს დასცინონ.
არბელოამ სოსეადადთან ბარსელონას დამარცხების შემდეგ Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა: "რთულია თერთმეტი ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში".
ამ განცხადებას კი პიკე ერთ-ერთ ესპანურ გამოცემასთან საუბარში გამოეხმაურა.
"არბელოას სიტყვები? ფეხბურთელი, რომელიც 32 შეხვედრიდან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ იყო არ იმსახურებს ყურადღებას," - განაცხადა პიკემ.
ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატს ბარსელონა (76) ლიდერობს. ბლაუგრანას რეალი 4 ქულით ჩამორჩება და მესამე პოზიციას იკავებს.
წყარო: football-espana.net